fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის ყველაზე “გიჟური” აეროპორტი, სადაც თავი უნდა დახაროთ, როცა თვითმფრინავი ჯდება

მსოფლიოში არსებობს აეროპორტები, სადაც თვითმფრინავების დაშვება და აფრენა განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ამავე დროს სახიფათოც არის. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საბერძნეთშია და ეს სკიათოსის აეროპორტია.

სპორადესის კუნძულზე მდებარე ეს აეროპორტი იმით გამოირჩევა, რომ ხომალდები აქ ძალიან ახლოს არიან მოსახლეობასთან იმ დროს, როცა ეშვებიან და პირიქით. ამ პროცესს ყოველდღე უამრავი ადამიანი ესწრება და როგორც სხვადასხვა სოციალურ ქსელში წერენ, ეს არის ადგილი, სადაც თავი უნდა დახარო, როცა თვითმფრინავი ჯდება.

ვრცელდება საინტერესო ვიდეო, როგორ ჯდება ბრიტანული ავიახაზების Embraer E190 და რამდენად ახლოს არის ის ხალხთან.

ყველაზე დიდი ხომალდი კი, რომელიც სკიათოსის აეროპორტს მიუღია, Boeing 757-ია.

onalem

ტესტ