fbpx
საზოგადოება

ათენი: დიდი სიჩქარით მიმავალმა ელექტრო მატარებელმა ვერ გააჩერა და კედელს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ათენის ელექტრო მატარებლის, ე.წ. “ტრენოს” სადგურში სერიოზული უბედური შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი კიფისიის სადგურში დასაშვებზე ბევრად დიდი სიჩქარით შევიდა, რის გამოც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მატარებელი კედელს შეასკდა. შეჯახების შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი, რამდენიმე მოხუცი და ისინი, ვინც ფეხზე იდგნენ.

5 დაშავებული წითელი ჯვრის საავადმყოფოში, ხოლო 5 ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, მძღოლმა სადგურში შესვლისას ვერ შეძლო სიჩქარის დაკლება, რაც გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირდება და გამოძიება აუცილებლად ჩატარდება ამის გამოსავლენად.

ინციდენტი 12:15 საათზე მოხდა და კიფისიის სადგურში მოძრაობა 1 საათის შემდეგ აღდგა.

onalem

ტესტ