fbpx
საბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან არ უშვებენ 17 უკრაინელს, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მაინც ჩამოფრინდა

ტელეკომპანია ANT1-ის ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტის დაკავების ცენტრში გადაყვანილია 17 მგზავრი, რომელიც აკრძალვების მიუხედავად საბერძნეთში მაინც ჩამოფრინდა. როგორც ირკვევა, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და ამ ქვეყანასთან საბერძნეთს, კორონავირუსის გამო, ფრენები არ აღუდგენია, ვინაიდან ე.წ. “თეთრ სიაში” შეყვანილი არ არის.

უკრაინელები საბერძნეთში შაბათს ჩამოფრინდნენ და როგორც კი აეროპორტიდან გასვლაზე უარი უთხრეს, მაშინვე უკრაინის კონსულს დაუკავშირდნენ, რომელმაც დაუდასტურა, რომ მათ არ აქვთ უფლება საბერძნეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდნენ.

სამწუხაროდ, ეს ფაქტი უკრაინული მედიის მთავარი განხილვის საგანი გახდა. ჟურნალისტი კოსტას ონისენკო სოციალურ ქსელში ბერძნების უსიამოვნო დახვედრის შესახებ წერს, თუმცა, გაუგებარია, რა ბრალი მიუძღვის ბერძნულ მხარეს, როდესაც უკრაინამ საკუთარ მოქალაქეებს მისცა იმ ქვეყანაში გამგზავრების უფლება, რომელიც მათ საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს.

 

onalem

ტესტ