fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 45 წლის მამაკაცმა სასაფლაოს საწყობიდან 150 ლიტრი ზეთი მოიპარა

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მესინიის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია შეწუხებულია ქურდობების მცდელობებით, რომლებიც მათ სახლებსა და საწყობებში ხდება ზეთის გამო, რომელიც შენახული აქვთ. თუმცა, ამჯერად გამოჩნდა გაცილებით “ჭკვიანი მძარცველი”, რომელიც არა სახლებს, არამედ სასაფლაოებს ესხმის თავს.

როგორც ირკვევა, საუბარია 45 წლის მამაკაცზე, რომელიც დილის საათებში შეიჭრა პილოს სასაფლაოს საწყობში და იქიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 150 ლიტრი ზეთი მოიპარა. ზეთი ეკლესიის სასანთლეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი, ცხადია, ნელ-ნელა განახორციელა, რადგან წონა არც თუ ისე მცირეა.

პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა, მაგრამ მოპარული ზეთი ვერ აღმოუჩინეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, სად წაიღო ამხელა რაოდენობის ზეთი მძარცველმა.

onalem

ტესტ