fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, 15 ნოემბრიდან, 18 ნოემბრის ჩათვლით – ახალი ჯარიმები საბერძნეთში 5.000 ევრომდე

გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან, 15 ნოემბრიდან, 18 ნოემბრის ჩათვლით საბერძნეთში ახალი ჯარიმები მოქმედებს. აღნიშნული ცვლილებები უკავშირდება სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ 17 ნოემბრის მსვლელობის აკრძალვას.

კერძოდ, მიხალის ხრისოხოიდის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ ვადებში იკრძალება ნებისმიერი სახის საპროტესტო აქციისა და შეკრების მოწყობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ახალი ჯარიმები მოიცავს შემდეგს:

  • 300 ევრო მათ, ვინც რაიმე სახის მსვლელობაში ან აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
  • 3.000 ევრო ფიზიკურ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მსვლელობას ან აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  • 5.000 ევრო იურიდიულ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მსვლელობას ან აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

““პოლიტეხნიოს” მსვლელობა არ შედგება! პოლიცია ყველგან გააკონტროლებს კანონის დაცვას. 17 ნოემბერს არაფერი მოხდება, ისევე როგორც არ შედგა 28 ოქტომბრის მარში და არ აღვნიშნეთ 25 მარტი. არავის აქვს იმ ადამიანზე მეტი უფლება, რომელმაც 25 მარტს არაფერი გააკეთა.

ეს არის დაცვის ზომები პანდემიის ყველაზე რთულ ფაზაში – სამართლიანობა და თანაბარი დამოკიდებულება ყველა დღესასწაულის მიმართ.

არ არის დავის დრო მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ორმაგდება. არ იარსებებს გამონაკლისები. სამწუხაროდ, სწორედ შეკრებების დროს ხდება ადამიანთა დიდი რაოდენობის დაინფიცირება.

ვიცოცხლოთ დღეს, რათა მომდევნო წელს აღვნიშნოთ.

წელს მსვლელობა აკრძალულია. პოლიცია ყველგან მკაცრად დაიცავს უსაფრთხოებას!

მივმართავ ყველას: მოქალაქეებს და პარტიებს,” განაცხადა ხრისოხოიდისმა.

onalem

ტესტ