fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში ვაქცინაციის 300.000-სზე მეტი სერთიფიკატი გაუქმდა – რა უფლებები ჩამოერთვათ?!

დღეიდან, 7 თებერვლიდან, ყველა იმ ადამიანის სერთიფიკატი, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზა 7 თვის წინ მიიღო, უქმდება და თუ სურთ, რომ კვლავ ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რაც აქამდე ჰქონდათ, აუცილებლად უნდა მიიღონ მესამე დოზა.

ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ორი დოზით აცრილები სრულად ვაქცინირებულებად ითვლებოდნენ, მოუწევთ ისევე მოიქცნენ, როგოც აუცრელები. ანუ გაიკეთონ ტესტები, თუ ისურვებენ სხვადასხვა სივრცეებში შესვლას და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმებულები ვალდებულნი იქნებიან, რომ Rapid ტესტი გაიკეთონ სამსახურში წასასვლელად.

კერძოდ, სად აღარ შეეძლებათ დღეიდან შესვლა ორი დოზით აცრილებს, თუ მეორე დოზის მიღებიდან 7 თვეა გასული და მესამედ არ აიცრებიან?!

ამ დაწესებულებათა ჩამონათვალი შემდეგია: გასართობი ცენტრები, სარესტორნო სფეროს დახურული სივრცეები, თეატრები, კინოები, მუზეუმები, გამოფენები, სავარჯიშო დარბაზები. 

ყველა სხვა დაწესებულებაში შესვლა დასაშვები იქნება სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით.

როგორც მედია იუწყება, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა სერთიფიკატებიც გაუქმდა, 330.000-ია.

onalem

ტესტ