fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირას მინი გვალვა 38 გრადუსით საბერძნეთში – მომდევნო კვირიდან ამინდი კვლავ იცვლება

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მიმდინარე შაბათ-კვირას საბერძნეთში მინი გვალვა იქნება და ჰაერის ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე აიწევს ზოგიერთ რეგიონში.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ეგეოსის ზღვაში 35 გრადუსი დაფიქსირდება, თუმცა, პარალელურად, იქროლებს 7 ბალის სიძლიერის ქარი.

დღეს ჩრდილოეთ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 20-დან 35 გრადუსამდე იმერყევებს, ცენტრალურ საბერძნეთში 21-დან 34 გრადუსამდეა მოსალოდნელი, დასავლეთით კი, ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

ათენსა და თესალონიკში მინიმუმ 34-35 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, ამინდი საბერძნეთში სამშაბათიდან კვლავ შეიცვლება და ცენტრალურ მაკედონიასა და თესალიაში ძლიერი ქარი და წვიმაა ნავარაუდევი, ღრუბელი მოიმატებს იონიის ზღვაშიც, ტემპერატურა 4 გრადუსით დაიკლებს, ქარის ძალა კი, 4-დან 6 ბალამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ