fbpx
საბერძნეთი

“სექტემბრიდან ვაქცინის მე-4 დოზა ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პულმუნოლოგიის პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულო მედიასთან მაიმუნის ჩუტყვავილასა და კოვიდის ვაქცინის მე-4 დოზაზე საუბრობს, რომლის მიღების რეკომენდაციაც სექტემბრიდან გაიცემა.

“უნდა აღვნიშნო, რომ მაიმუნის ჩუტყვავილა არის დნმ-ის ინფექცია და არა რნმ-ის, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე კოვიდი. ვირუსს, საიდანაც ეს დაავადება მოდის, ნაკლები მუტაცია ახასიათებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ დავდგებით ახალი პანდემიის წინაშე.

 ჩვენ რომ კორონავირუსი არ გამოგვევლო, ახლა მაიმუნის ჩუტყვავილაზე მედია საერთოდ არ ისაუბრებდა და მხოლოდ  და მხოლოდ ჟურნალებში მოხდებოდა ამ თემის განხილვა. ჩუტყვავილა მხოლოდ იმ ორგანიზმებს ატყდება თავს, რომელთაც არ აქვთ საკმარისად ძლიერი იმუნური სისტემა, მაგალითად, ბავშვები.

კოვიდთან დაკავშირებით კვლავ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, მისგან თავის დაღწევის გზაზე ვართ და მეტი იარაღი გვაქვს მასთან საბრძოლველად. და ბოლოს, უნდა ვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ სექტემბრიდან ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს კოვიდის მე-4 დოზა,” აცხადებს ვასილაკოპულო.

onalem

ტესტ