fbpx
საბერძნეთი

როდის მოიხსნება საბერძნეთში პირბადეების ტარების ვალდებულება?! – მატინა პაგონი კონკრეტულ თარიღს ასახელებს

პროფესორი, მატინა პაგონი ტელეკომპანია ERT-თან ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდესაც საბერძნეთში პირბადეებს გადავყრით და მათი ტარება სავალდებულო აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ღია სივრცეებში.

“ვფიქრობ, რომ ეს ზაფხული სრულიად განსხვავებული იქნება. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ზაფხულში პირბადეებს აღარ ვატარებთ და დისტანციებს აღარ დავიცავთ, მაგრამ ნამდვილად იქნება უკეთესი ზაფხული, წავალთ დასასველებლად, გაცილებით მშვიდად.

ჩემი აზრით, თარიღი, როდესაც პირბადეებს გადავყრით, არის 15 სექტემბერი და შემდეგ, ანუ სექტემბრის თვის მეორე ნახევრიდან. ვიგრძნობთ თავისუფლებას, პირბადის ტარება იქნება არჩევითი და ეს ჩვენთვის ერთგვარ ჩვევადაც კი იქნება ქცეული. მათი გადაყრა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მივაღწევთ მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაციას და ეს სწორედ 15 სექტემბრისთვის მოხდება.

ვაქცინირებულმა ადამიანებმა ჯერ კიდევ უნდა იარონ პირბადეებით, მაგალითად როცა მიდიან სუპერმარკეტში ან საავადმყოფოში. ჩვენი უმთავრესი იარაღი არის ვაქცინა და ვიმედოვნებ, რომ ივნისის თვეში უკვე გვექნება იმუნიტეტი,” აცხადებს პაგონი.

 

onalem

ტესტ