fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: ფეხმძიმე გოგონა წითელ პარასკევს უეცრად გარდაიცვალა

ეტოლოაკარნანიას საზოგადოება შეძრულია 30 წლის მარიას გარდაცვალებით, რომელიც სრულიად მოულოდნელად წითელ პარასკევს დაიღუპა. ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქალი ორსულობის მე-6 თვეში იყო. ის ქმარმა სახლში, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი ფილტვის ემბოლია (არტერიის დახშობა) გახდა, რაც იმდენად უეცრად ვითარდება, რომ რაიმე სახის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა რთულია, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებშიც კი, რომელთა გვერდითაც ექიმები არიან.

მარიას ოჯახი და მეუღლე უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. გოგონას ხვალ, 12:00 საათზე დაკრძალავენ.

onalem

ტესტ