fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ცვლილება გადაადგილების აკრძალვაზე საბერძნეთში – იხსნება კაფეები, რესტორნები და ტავერნები

ხვალიდან საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვის საათებში ცვლილებები შედის. როგორც უკვე ცნობილია, 3 მაისიდან იხსნება კაფეები, რესტორნები და ტავერნები, შესაბამისად, გადაადგილებაზე აკრძალვის საათები იქნება 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

როგორც საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა განაცხადა, აღნიშნული დაწესებულებები უნდა დაიკეტოს 22:45 საათზე მაინც, რათა როგორც მომსახურე პერსონალმა, ასევე კლიენტებმა, სახლში დაბრუნება მოასწრონ.

იმისთვის, რომ კაფეებსა და ტავერნებს ვეწვიოთ, უნდა გავაგზავნოთ SMS-კოდი 6 13033-ზე. მოსახლეობა მოუთმენლად ელის, როდის მიეცემა შესაძლებლობა ფინჯანი ყავა საყვარელ კაფეში მიირთვას. ცხადია, ყველა ეს დაწესებულება სკამებისა და მაგიდების დასადგმელად გამოიყენებს მხოლოდ გარე ტერიტორიებს, თუკი, რა თქმა უნდა, აქვთ ამის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს იხსნება ტურიზმი და შესაბამისად, იხსნება ორგანიზებული, კერძო პლაჟებიც.

 

onalem

ტესტ