fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ზომების მოხსნის გეგმა საბერძნეთში – რა როდის გაიღება?!

დაახლოებით 1 საათში კირიაკოს მიცოტაკი წარადგენს ოფიციალურ გეგმას, რომელიც შეეხება საბერძნეთში ზომების მოხნის ეტაპებს და როგორც ირკვევა, დაასახელებს სამ კრიტიკულ თარიღს.

წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, 18 მაისიდან საბერძნეთში ნებადართული იქნება სოფლებსა და რეგიონიდან რეგიონში გადაადგილება.

1 ივნისიდან დასაშვები იქნება კუნძულების მიმართულებით გადაადგილება.

კაფე-ბარები და რესტორნები გაიხსნება 1 ივნისიდან.

11 მაისიდან მუშაობას დაიწყებს ΟΠΑΠ-ის ოფისები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის გადაადგილება დასაშვები იქნება სამსახურეობრივი მიზეზებით 18 მაისამდე უფრო ადრეც.

4 მაისიდან ძალაში აღარ იქნება გადაადგილების აკრძალვა და გაიხსნება შემდეგი დაწესებულებები: სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

სკოლების გახსნის საკითხზე განათლების მინისტრი, ნიკი კერამეოსი ხვალ ისაუბრებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, 11 მაისს სკოლები გაიხსნება მხოლოდ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – Γ’ Λυκείου.

onalem

ტესტ