fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა ზომების მოხსნასთან დაკავშირებით

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ზომების მოხსნის ოფიციალური გეგმა წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და ეკლესიას გამოჩენილი მოთმინებისა და მიღებული ზომების გათვალისწინებისთვის, რადგან ამ ყველაფერმა საბერძნეთი მსოფლიოსთვის მაგალითად აქცია.

“ძვირფასო თანამემამულეებო,

4 მაისიდან გადაადგილების აკრძალვა იხსნება და მოსახლეობას გარეთ SMS და ცნობის გარეშე გასვლა შეეძლება. მიუხედავად ამისა, გადაადგილება სოფლებსა და სხვა რეგიონებში აკრძალული იქნება კიდევ ორი კვირის მანძილზე, 18 მაისამდე.
ინდივიდუალური ვარჯიში სანაპიროებსა და ღია სივრცეებში დაშვებული იქნება, თუმცა, ორგანიზებული სანაპიროები დაკეტილი დარჩება.

ამავე დღეს, 4 მაისს, გაიხსნება შემდეგი დაწესებულებები: სალონები, წიგნების მაღაზიები, ტექნიკის მაღაზიები, სპორტული საქონლის მაღაზიები. სალონებში მისვლა დაშვებული იქნება მხოლოდ ვიზიტის დაჯავშნის საშუალებით.

დანარჩენი მაღაზიები გაიხსნება 11 მაისს, გარდა დიდი სავაჭრო ცენტრებისა. დიდი ცენტრები გაიხსნება 1 ივნისს. ყველა მაღაზიაში, რა თქმა უნდა, გაკონტროლდება კლიენტთა რაოდენობა.

რაც შეეხება ეკლესიას, მინდა მადლობა ვუთხრა მთავარეპისკოპოსს და სასულიერო პირებს გამოჩენილი მოთმინებისთვის და განვაცხადო, რომ ეკლესიები ღია იქნება 4 მაისიდან, ინდივიდუალური მლოცველებისთვის, მაგრამ მსახურებებზე დასწრება მრევლს შეეძლება 17 მაისიდან.

სკოლები თავდაპირველად, 11 მაისს, გაიხსნება მხოლოდ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, Γ’ Λυκείου. ერთი კვირის შემდეგ, 18 მაისს გაიხსნება სხვა მაღალკლასელებისთვის და საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის, Γυμνάσιο.

საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დახურული იქნება! ისინი გაიხსნება, სავრაუდოდ, 1 ივნისს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ვირუსი აბსოლუტურად დაუძლურდება. მაგრამ ის ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მიზეზები აქვთ, დისტანციურ სწავლებას გააგრძელებენ.

რესტორნები, ტავერნები, კაფე-ბარები, სწრაფი კვების ობიექტები, გაიხსნება 1 ივნისს, ამავე დღეს დაიწყებენ მუშაობას 12 თვეზე მომუშავე სასტუმროებიც. 

ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულის მანძილზე დაიშვას ფესტივალები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, შეკრებები, კონცერტები.”

 

 

onalem

ტესტ