fbpx
საზოგადოება

“როცა გოგონები დაიხრჩვნენ, აუზი 20 წუთის დაკეტილი იყო” – რას ამბობს როდოსზე დატრიალებულ ტრაგედიაზე ადვოკატი

კუნძულ როდოსზე მდებარე სასტუმროს მფლობელის ადვოკატი გარკვეულ განცხადებებს აკეთებს იქ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ცნობილია, სასტუმროს აუზში ორი ფრანგი გოგონა ერთდროულად დაიხრჩო. ისინი 17 და 20 წლის დები იყვნენ.

ადვოკატის განცხადება ასეთია:

“არავის არ გაუგია, რადგან არც ყვირილის ხმა ყოფილა. მათი მესამე და, რომელიც 10 წლის არის, მათთან ერთად იყო, თუმცა, ზურგით შეტრიალდა და ვერაფერს მიხვდა. იქ ხალხიც იყო, მაგრამ მათაც ვერაფერი გაიგეს, რადგან გოგონებს არ დაუყვირიათ. ისინი აუზზე მაშინ შევიდნენ, როცა იქაურობა 20 წუთის დაკეტილი იყო.”

როგორც ცნობილია, დაკავებულია როგორც ამ სასტუმროს მფლობელი, ასევე კრეტაზე, ხერსონისოსში მდებარე სასტუმროს მეპატრონე, სადაც 8 წლის გოგონა ასევე აუზში დაიხრჩო.

სამოქალაქო დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მოხდება უსაფრთხოების ზომების შემოწმება მთელი საბერძნეთის მასშტაბით, რათა ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ტურიზმზე.

onalem

ტესტ