fbpx
კრიმინალი

ცნობილი ბერძენი მსახიობი და ტელეწამყვანი ათენის ცენტრში ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

სკანდალურ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ათენის ცენტრში დააკავეს ცნობილი ბერძენი მსახიობი და ტელეწამყვანი, რომელიც მობილური ტელეფონის მოპარვას ცდილობდა.

ERT-ის ცნობით, ოთხშაბათს დილით ის ვასილისის ოლგას გამზირზე ქალისთვის მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდა.

ბრალდებული 57 წლის არის, თუმცა, კონკრეტული ვინაობა არ სახელდება. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.

მსახიობი მოტოციკლით, თანამზრახველთან ერთად წამოეწია ქალს და ტელეფონი წაართვა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალმა ყვირილი დაიწყო, იქ მყოფებმა ჩარევა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ ორი დამნაშავე პოლიციამ გააჩერა. ორივე მათგანი აკროპოლის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მათ ქურდობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ცნობილი მსახიობი აცხადებს, რომ წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და მენტალური პრობლემები აქვს.

onalem

ტესტ