fbpx
საბერძნეთი

ალექსის ციპრას მიერ გაუქმებული პოლიციელთა ჯგუფები ათენს უბრუნდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციელთა ჯგუფები, სახელად “ΔΕΛΤΑ”, რომელიც ალექსის ციპრას მიერ 2015 წელს გაუქმდა, ათენის ქუჩებში შემოდგომიდან კვლავ მოგვევლინებიან.

ΔΕΛΤΑ-ს ოფიცრებმა მუშაობა პირველად 2009 წელს დაიწყეს, თუმცა, 2015 წელს შეწყვიტეს. მათ საქმიანობას უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა, ამბობდნენ, რომ დაცვის ნაცვლად, ქუჩებში დიდ პრობლემებს ქმნიდნენ და “დაბრმავებულები” მოქმედებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან ΔΕΛΤΑ-ს ჯგუფები მუშაობას აღადგენენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა მიიღო.

მისი თქმით, ათენის ქუჩებში მეტი პოლიციელი უსაფრთხოების მაღალ ხარისხს განაპირობებს.

 

onalem

ტესტ