fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოსულ გოგონას ქალაქის ცენტრში ბრმა ტყვია მოხვდა

ტელეკომპანია OPEN-ის ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე, დასასვენებლად ჩამოსულ გოგონას, ხანიის ცენტრში ბრმა ტყვია მოხვდა.

ახალგაზრდა მამიდასთან ერთად იმყოფებოდა და როდესაც მანქანაში ჩაჯდა, უეცრად ბრმა ტყვია მოხვდა და ქალმა დაინახა, რომ უკანა სკამზე მჯდომ გოგონას სისხლი სდიოდა. მან სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად პედიატრია, გარკვეული დახმარება ადგილზეც აღმოუჩინა.

დაშავებული და შოკურ მდგომარეობაში მყოფი კვიპროსელი გოგონა ტელეკომპანიასთან თავად საუბრობს.

onalem

ტესტ