fbpx
საზოგადოება

ერთ დღეში დაღუპული სამი ბავშვი საცურაო აუზზე – საბერძნეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

საბერძნეთი ტურისტების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა, ბოლო ორი დღეა რაც კუნძულებზე უსაფრთხო დასვენების საკითხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საუბარია ერთ დღეში დატრიალებულ სამ ტრაგედიაზე, როდესაც ერთ შემთხვევაში, როდოსზე, სასტუმროს აუზში ორი და, 17 და 20 წლის გოგონები დაიხრჩვნენ, ხოლო კრეტაზე, ხერსონისოსის აუზში 8 წლის გოგონა გარდაიცვალა.

სამივე შემთხვევა ერთ დღეს მოხდა და დაკავებულები არიან სასტუმროს მენეჯერები და ერთი მაშველი. გარდა ამისა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოხდება შესაბამისი ზომების მიღება და ჩატარდება შემოწმებები უსაფრთხოების წესების კონტროლის მიზნით.

ფრანგული და ინგლისური მედია საკითხებზე აქტიურად წერს, ბერძნული მხარე კი შიშობს, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს ტურიზმზე.

onalem

ტესტ