fbpx
საზოგადოება

ბერძნულ ტავერნაში სალათზე ზეთის მოსხმის გამო კლიენტებს ცალკე თანხა გადაახდევინეს

დაუჯერებელი ამბის შესახებ კრეტას ადგილობრივი მედია იუწყება. ხანიაში, ერთ-ერთ ზღვისპირა ტავერნაში მისულმა კლიენტებმა ტრადიციული სალათი (ხორიატიკი) შეუკვეთეს, რასაც, ცხადია, რომ ზეითუნის ზეთი სჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზეთი სალათთან ერთად მიუტანეს, თუმცა, მას ცალკე ღირებულება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კლიენტებისთვის არ უკითხავთ, სურდათ თუ არა ზეთის შეკვეთა.

როგორც ისინი ამბობენ, საუბარი არ არის იმაზე, რომ თანხა გადაიხადეს, რადგან ერთი პაკეტი ზეთი 0.60 ევრო ღირდა, მაგრამ აუცილებელია, რომ ტავერნის მენიუში მითითებული იყოს მისი ცალკეული ღირებულება. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რომ ეს “საჩუქარი” არ არის.

ფაქტობრივად, ტავერნის ხელმძღვანელობა კლიენტებს ავალდებულებს, რომ შეიძინონ ზეთი, რომელიც ამა თუ იმ შეკვეთილ კერძს სჭირდება.

onalem

ტესტ