fbpx
საზოგადოება

კიფსელი, პატისია, პაგრატი, კოლონაკი – ათენის რომელ უბნებში იკლებს ბინის ქირის საფასური?!

საბერძნეთის უძრავი ქონების სააგენტოების გაერთიანების მიერ გამოქვეყნდა მონაცემები, რომლებიც ასახავს ბინის ქირის ღირებულებას ათენის უბნებში, პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ. საუბარია თებერვლისა და აპრილის თვეებზე. უკვე ფაქტია, რომ ქირის ღირებულება იკლებს და ზაფხულის შემდეგ, კიდევ უფრო დაბალი ფასები დაფიქსირდება.

როგორც გაერთიანების პრეზიდენტი, თემისტოკლის ბაკასი აცხადებს: “ქირის საფასურის კლება პირდაპირ უკავშირდება ფაქტს, რომ უძრავი ქონების მფლობელებს უნდათ სტაბილური შემოსავალი, ეს კი, პანდემიის აფეთქებამ გამოიწვია. ძალიან ბევრ შემთხვევაში ბინის ქირით ისინი სხვადასხვა პასუხისმგებლობებს უმკლავდებიან: სესხი, გადასახადები და ა.შ. მფლობელებმა გადაწყვიტეს ბინები გააქირავონ გრძელი ვადით და იაფად, რადგან გაქირავება შეძლონ უახლოეს მომავალში, სანამ ფასები კიდევ უფრო დაიკლებს.”

გრაფიკზე ვხედავთ, რომ ქირის საფასურმა დაიკლო შემდეგ უბნებში: ანო პატისია, ანო კიფსელი, გიზი-არიოს პაგოს, ანო პეტრალონა, ჰილტონი, პაგრატი, კუკაკი-მაკრიიანი, პოლიგონო, პანორმუ, თისიო, ფილოპაპუ, კოლონაკი.

როგორც ცნობილი გახდა, ზაფხულის შემდეგ ბინის ქირის ფასები კიდევ უფრო დაიწევს და ეს უკავშირდება ელექტრონული პლატფორმის, Airbnb-ს “ჩამოშლასაც” საბერძნეთში. ტურისტული სეზონის გასვლის შემდეგ, რომელიც ნამდვილად არ იქნება სახარბიელო, კიდევ უფრო მეტი მფლობელი მიატოვებს პლატფორმას და ბინებს გრძელი ვადით გააქირავებს, საგრძნობლად დაბალ ფასში.

 

 

onalem

ტესტ