fbpx
საზოგადოება

ლარისა: ვარცხნილობა სალონის მეპატრონეს 5.000 ევრო დაუჯდა, კლიენტს კი 150

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისაში 52 წლის მამაკაცმა თავისი სალონი გახსნა და 67 წლის კლიენტს თმას ჭრიდა. სამწუხაროდ, მას ეს ვარცხნილობა საკმაოდ ძვირი დაუჯდება, რადგან პოლიციის ოფიცრებმა შენიშნეს და დააჯარიმეს.

სალონების გახსნამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ სტილისტმა ვერ მოითმინა და კლიენტების მიღება აქედანვე დაიწყო. ამის გამო ის 5.000 ევროთი დააჯარიმეს.

რაც შეეხება მის კლიენტს, 67 წლის მამაკაცს, გარდა ვარცხნილობისა, უკანონო გადაადგილებისთვოს 150 ევროს გადახდა მოუწევს.

როგორც ცნობილია, სილამაზის სალონები 4 მაისს დაიწყებს მუშაობას.

onalem

ტესტ