fbpx
საზოგადოება

უკრაინელი მომღერალი, რომლის სიმღერაც თამთასას ჰგავს, ევროვიზიას გამოეთიშა!

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ევროვიზია 2019-ის კონკურსს, რომელიც წელს თელ-ავივში გაიმართება, უკრაინის წარმომადგენელი, მარუვი, გამოეთიშა.

როგორც ამბობდნენ მის და თამთას სიმღერებს შორის გარკვეული მსგავსება შეინიშნებოდა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არანაირ კავშირში არ არის მომხდართან. ჩანს, რომ მარუვი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა.

მარუვს რუსეთში დაგეგმილი კონცერტების გამო აკრიტიკებდნენ და ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერეს.

27 წლის ანა კორსუნს ჰქონდა 48 საათი იმისთვის, რომ ხელი მოეწერა კონტრაქტისთვის, რომლის მიხედვითაც, ის ისრაელში იმ პირობით წავიდოდა, თუ რუსეთში არასოდეს გამართავდა არანაირ კონცერტს.

მან ამის შესახებ დაწერა:

“მე უკრაინის მოქალაქე ვარ, გადასახადებს ვიხდი და უკრაინა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვარ მზად, რომ ჩემი კონკურსში მონაწილეობა ადამიანებმა პოლიტიკური კუთხით გამოიყენონ, მე მუსიკოსი ვარ და არა ღამურა პოლიტიკურ სცენაზე. გთხოვთ, რომ მიიღოთ ეს სიტუაცია და არ მოაყოლოთ ამას კონფრონტაცია.”

მარუვის სიმღერას ინტერნეტში 6.8 მილიონი ნახვა აქვს.

onalem

ტესტ