fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მკვლელებისგან ფულს არ ვიღებ” – 26 წლის დიმიტრის ასლანიდის მამა 42.000 ევროს კომპენსაციაზე უარს აცხადებს

26 წლის დიმიტრის ასლანიდი იმ 57 ადამიანს შორის არის, რომელიც ტემპიში მატარებლების შეჯახებას ემსხვერპლა. როგორც გუშინ Hellenic Train-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, კომპენსაციის სახით, 42.000 ევროს დაურიცხავს. აღნიშნულმა განცხადებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ასლანიდის ოჯახში და მისი მამა კატეგორიულ უარს აცხადებს ამ თანხის მიღებაზე.

“ეს ანაზღაურება პოლიტიკოსებს მისცენ. ჩვენ ჩვენი შვილების დაბრუნება გვინდა. იტალიელმა მაფიოზებმა ჩვენს მაფიოზებთან ერთად გამოთვალეს რა ღირს ერთი სიცოცხლე?! განა ეს შესაძლებელია?! ჰგონიათ, რომ ასე ჩამოიბანენ ტალახს.

ამ თანხას არასოდეს ავიღებ. არავინ დაგვკავშირებია, ვის აქვს ამის გამბედაობა?! თუ პოლიტიკოსებს ნამდვილად უნდოდათ გულწრფელი ბოდიშის მოხდა, მივიდოდნენ 57 ადამიანის სახლში, ეს არის მასობრივი მკვლელობა.

ჩვენ რომ სერიოზული ქვეყანა ვყოფილიყავით, მთელ ტრანსპორტის სამინისტროს უკვე ხელბორკილები ედებოდა. თვალწინ მიდგას, როგორ დაიწვნენ ეს ბავშვები ცოცხლად და ვგიჟდები. არ ვაპირებ ამ კომპანიას გავესაუბრო. არ ვსაუბრობ მკვლელებთან და არც ფულს ვიღებ მათგან,” ამბობს ბიჭის მამა.

onalem

ტესტ