fbpx
საბერძნეთი

“ეს არის ბოლო სადღესასწაულო პერიოდი საბერძნეთში, რომელსაც შეზღუდვებით შევხვდებით” – თანოს დიმოპულოს

კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, თანოს დიმოპულოსმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არის ბოლო სადღესასწაულო პერიოდი საბერძნეთში, რომელსაც შემზღუდველი ზომებით შევხვდებით.

“თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის ბოლო სადღესასწაულო პერიოდი, რომელსაც ვხვდებით შეზღუდვებით. ახლა ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ვაქცინაციაზე და ეს იდეა გავხადოთ ნომერ პირველი საკითხი.

უმნიშვნელოვანესია, რომ სადღესასწაულო პერიოდში ზომები დავიცვათ და კორონავირუსის გავრცელება შეიზღუდოს, ეს იმისთვის, რომ იანვარში მოხდეს ეკონომიკის გახსნა. შედეგები, რომლებიც 7 იანვრისთვის უნდა გვქონდეს, აუცილებლად უნდა გვაძლევდეს საშუალებას, რომ ზომები მოიხსნას და კარანტინი კიდევ არ გაგრძელდეს.

სულ ცოტა მოთმინება გვჭირდება, რადგან ვაქცინაციამდე მცირე ხანია დარჩენილი. ჩვენი მიზანია მოხდეს მოსახლეობის 60%-70%-ის ვაქცინირება, რომ გამოგვიმუშავდეს იმუნიტეტი.

შემდეგი ეტაპის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 15 დღეში, ამ დროში დავინახავთ პანდემიის განვითარების კურსს. ვვარაუდობ, რომ თუკი ზომებს დავიცავთ, იანვრის დასაწყისში სკოლები გაიხსნება, ხოლო შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ნორმალურ ცხოვრებაში ეტაპობრივად დაბრუნება,” განაცხადა დიმოპულოსმა.

onalem

ტესტ