fbpx
კრიმინალი

3 წლის გოგონა ტალახში, სისხლმდინარე იპოვეს – დანაშაული იმიგრანტთა ბანაკში, რომელმაც ბერძნული საზოგადოება შეძრა

ლესვოსზე, კარა ტეპეს იმიგრანტთა ბანაკში მომხდარმა დანაშაულმა საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

tonisi.gr-ის ცნობით, მცირეწლოვანი ტალახში, სისხლმდინარე მდგომარეობაში იპოვეს და გონება დაკარგული ჰქონდა. ის ავღანელი ოჯახის შვილია, რომელიც საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვს.

ბავშვი ექიმთან გადაყვანის შემდეგ გონზე მოვიდა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

ამ დროისთვის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, ხოლო გოგონა ბანაკის ექიმის ოფისიდან მიტილინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დამატებითი გამოკვლევებისთვის.

 

onalem

ტესტ