fbpx
საზოგადოება

“ბავშვი სახლში ჩაკეტა და გასაღები კარზე დატოვა, შემდეგ გაუჩინარდა” – ათენში 22 წლის გოგოს ეძებენ

22 წლის გეორგია კოკონის გაუჩინარების გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი შვილის დედა 12 ნოემბერს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ, მისი კვალი გაქრა.

“მინდა განვაცხადო ჩემი მეუღლის გაუჩინარების შესახებ. სახლიდან 12 ნოემბერს წავიდა, მაგრამ ამის მიზეზი არ ჰქონია, არაფერი მომხდარა,” ამბობს მისი მეუღლე, რომელმაც ცოლის გაუჩინარების შესახებ 16 ნოემბერს განაცხადა.

გეორგია არის 1.60 მეტრი სიმაღლის, აქვს ყავისფერი თვალები და გრძელი, ქერა თმა. მისი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი არის სვირინგი, ყვავილი, რომელიც ხელზე აქვს.

ცნობილია ისიც, რომ მან 12 ნოემბერს საკუთარი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, გასაღები კარზე დატოვა და სწორედ ამის შემდეგ გაქრა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

onalem

ტესტ