fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ტრაგედია ზოგრაფუზე: გარდაცვლილია 62 წლის ქალი

ტრაგიკული ინციდენტი საბერძნეთში მოხდა. დასუფთვების თანამშრომელი, რომელიც 62 წლის გახლდათ, 43 გრადუს სიცხეში, სრული განაკვეთით მუშაობდა. შედეგად, ის გარდაიცვალა.

4 შვილის დედა, რომელმაც ვერ გაუძლო მძიმე პირობებში მუშაობას და ქუჩებიდან ნაგვის შეგროვებას, ძლიერი სიცხის პერიოდში, ზოგრაფუს სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვას დაესწრნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები და ნათესავები, რათა პატივი მიეგოთ ქალბატონის გმირული შრომისთვის.

ცნობილი გახდა, რომ 62 წლის გარდაცვლილი ქალის ვაჟი ტრაგედიის დღეს, მისი სამსახურში წასვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა, დედამ განაცხადა, რომ მორიგეობის შეცვლა მისი მოვალეობა იყო და აუცილებლად უნდა წასულიყო.

მისი 4 შვილიდან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ქალი დასუფთავების სამსახურში მუშაობით თვეში 700 ევროს იღებდა და ასაკის მიუხედავად, საქმეს თავს არაჩვეულებრივად ართმევდა, ვინაიდან ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

საბერძნეთის ქუჩების სისუფთავემ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფოტოზე ხედავთ სლოგანს, რომელზეც წერია: ”ეს შემთხვევითი არ არის, სახელმწიფო და ქალაქის ხელისიფლება კლავს მომუშავე ხალხს!”

 

onalem

ტესტ