fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: მღვდელმა სოფელი წყლის ჭავლით “განწმინდა”

შემთხვევა, რომელიც ლამიას სოფელ ლიანოკლადიში მოხდა, საკმაოდ კურიოზულია. როგორც ჩანს, მღვდელმა მთელი სოფელი მუნიციპალიტეტის მანქანით მოიარა და წყლის ჭავლით ჩაატარა “განწმენდის” ცერემონია.

ეს მან იმის გამო გააკეთა, რომ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა საშუალება არ მისცა სათითაოდ ჩამოევლო სახლებში და წმინდა წყალი ეცხო ადამიანებისა და შენობებისთვის.

“არ ვიცით თუ “განგვწმინდა”, მაგრამ მთელი გულით ნამდვილად გვაცინა,” ამბობენ თვითმხილველები.

უცნობია, თუ ვინ მისცა მას მუნიციპალიტეტის გამოყენების უფლება.

onalem

ტესტ