fbpx
საზოგადოება

ათენი: ბერძნები ახალი წლის ღამეს მდიდრულ ვილაში ნიღბებით მივიდნენ და პარტნიორები გაცვალეს

მათ არა მხოლოდ სურვილები, არამედ პარტნიორებიც გაცვალეს. ერთ-ერთ მდიდრულ ვილაში, რომელიც ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს, შოუ ბიზნესის სახეები, პოტენციური მოდელები და შეძლებული ოჯახის შვილები ახალ წელს უჩვეულო წესით შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვილაში 40 წყვილი ანუ 80 ადამიანი მივიდა და ახალი წლის ღამეს ინტიმური კავშირის დამყარების მიზნით, საკუთარი პარტნიორები გაცვალეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ ნიღბები ეკეთათ, რათა ერთმანეთი ვერ ეცნოთ.

ცხადია, მეტი ხალისისა და განწყობის ასამაღლებლად მათ სხვადასხვა სასმლით გაუმასპინძლდნენ.

აღნიშნულ “წვეულებაში” მონაწილეობა 250 ევრო ღირდა და იქიდან გამოსულებმა, არათუ მომდევნო წლისთვის, არამედ შემდეგი თვეებისთვისაც კი დანიშნეს შეხვედრა.

 

 

onalem

ტესტ