fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ გაიგო მამამ საკუთარი შვილისა და ცოლის სიკვდილის შესახებ

დღეს პეფკის ტერიტორიაზე მომხდარმა ამბავმა მთელი საბერძნეთი შეძრა. კოლოკოტრონის ქუჩაზე კორპუსის მაცხოვრებლებმა 5 წლის გოგონა და მისი 32 წლის დედა გარდაცვლილები იპოვეს. ქალმა ჯერ შვილი გადმოაგდო, შემდეგ კი, თავადაც გადმოხტა.

ადგილზე, ცხადია, მობილიზდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მხოლოდ მათი სიკვდილი დაადასტურეს. უკვე ძალიან გვიანი იყო.

როგორც ირკვევა, ბავშვის მამა პიკერმიში სამსახურში იმყოფებოდა. მას უთხრეს, რომ სახლი გაძარცვეს და დაუყოვნებლივ უნდა მისულიყო, თუმცა, იქ მისვლისთანავე შეატყობინეს, რომ ქალიც და ბავშვის გარდაცვლილები იყვნენ.

კორპუსთან მივიდა მამაკაცის მამაც, ბავშვის ბაბუა, რომელმაც კამერასთან განსხვავებულ ვერსიაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ქალს შვილი ჩახუტებული ჰყავდა და ორივე ერთად გადმოვარდა.

პოლიცია ამ დროისთვის იძიებს, დატოვა თუ არა ქალმა რაიმე წერილი, ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა. ოფიცრები ბავშვის ბაბუის ვერსიას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ქალმა ბავშვი განზრახ გადმოაგდო და შემდეგ თავი მოიკლა.

onalem

ტესტ