fbpx
საზოგადოება

“რატომ გადაიყოლა ბავშვიც?! მივედი და ჩემი რძალი გზაზე ვნახე, ბავშვი კი მის ქვეშ” – ტრაგედია პეფკიში

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პეფკის ტერიტორიაზე დაღუპული ქალი მეუღლეს გაშორებული იყო, მისი ოჯახის წევრები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. მამაკაცი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და როგორც კი ადგილზე მივიდა და მომდარის შესახებ შეიტყო, დაიწყო ყვირილი: “რატომ გამიკეთე ეს! რატომ გამიკეთე ეს! ვერ მივუსწარი!”

როგორც ირკვევა, ქალს, რომელიც ბაღის მასწავლებელი იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღენიშნებოდა ბავშვსაც და მას აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა.

5 წლის გოგონას ბაბუა შემდეგ ინტერვიუს აძლევს:

“არაფერი ვიცოდი, რადგან ჩემი შვილი ახალ წელს მუშაობდა. დაურეკეს და უთხრეს, რომ სახლი გაძარცვეს და ადგილზე მისულიყო, შემდეგ მან ჩვენ დაგვირეკა და მითხრა, რომ მივსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა. მოვედი და ჩემი რძალი ქუჩაში ვნახე, ბავშვი კი ქვეშ იყო. ზეწარი ჰქონდათ გადაფარებული. არ შემიძლია ამის დაჯერება. რატომ გადაიყოლა ბავშვიც?! ჩვენს შვილიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ გვიყვარდა ის. ჩვენ გვინდოდა ბავშვი. რატომ? არ შემიძლია ამის დაჯერება!”

onalem

ტესტ