fbpx
კრიმინალი

ათენი: კორპუსი, სადაც ქართველმა მამაკაცმა კარის შუშა გაამტვრია, შედეგად კი დაიღუპა

როგორც უკვე ცნობილია, ტრაგიკული ინციდენტი ახალი წლის ღამეს მოხდა. 31 დეკემბერს ორი ქართველი მამაკაცი აბელოკიპის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, საიდან გაქცევის დროსაც შესასვლელი კარის ფანჯარა გაამტვრია და ფატალურად დაშავდა.

ვრცელდება კადრები შემთხვევის ადგილიდან, თუ როგორ გამოიყურება კორპუსის შესასვლელი. ის დროებით მუყაოს ქაღალდით არის გამაგრებული.

როგორც ირკვევა, მეზობლებმა მათი ხმა გაიგეს და მაშინვე პოლიცია გამოიძახეს, რამაც მძარცველები დააფრთხო და გაქცევა ფანჯრის გამტვრევის საშუალებით სცადეს.

იმ მომენტისთვის ორივე გაიქცა, თუმცა, პოლიციამ მათი დაკავება კორპუსიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით შეძლო და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ძალისხმევის მიუხედავად საქართველოს ერთი მოქალაქე დაზიანებებისგან დაიღუპა, მეორე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ინციდენტის შესახებ სიუჟეტი გავიდა ქართულ ტელეკომპანიებზეც:

 

onalem

ტესტ