fbpx
კრიმინალი

მკვლელობის დროს ქართველი ქალი და მისი 21 წლის ქალიშვილი პაკისტანელის სახლში იმყოფებოდნენ

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი პაკისტანელის დაკავება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხერხდა.

ოფიციალური ცნობებით, ქართველი დედა-შვილის გაუჩინარების შესახებ განცხადება ომონიის განყოფილებაში 2007 წლის 6 ივლისს შევიდა და მას შემდეგ ორივეს დაკარგულებად თვლიდნენ, თუმცა, არ იყო დადასტურებული, იყვნენ ცოცხლები თუ გარდაცვლილები.

ირკვევა, რომ 59 წლის ქალი და მისი 21 წლის ქალიშვილი მკვლელობის დროს 54 წლის პაკისტანელი მამაკაცის სახლში იმყოფებოდნენ, მათ შორის არსებული უთანხმოების გამო მამაკაცმა თავის თანამზრახველთან, 60 წლის პაკისტანელთან ერთად ქართველები სასტიკად მოკლა, ცხედრები დაანაწევრეს და შემდეგ კიდევ მესამე პირის დახმარებით, სხეულის ნაწილები უბნის სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს.

ამრიგად, 59 და 21 წლის ქართველი ქალების მკვლელობა მოხდა 2007 წლის ივლისში, ათენში, პეტრალონაში მდებარე ბინაში, სადაც ცხოვრობდა პაკისტანელი მამაკაცი. საქმე ამ დრომდე გაუხსნელი რჩებოდა, თუმცა, ამ დროისთვის სამივე დამნაშავე დაკავებულია და უმკაცრესის სასჯელი ელის.

 

onalem

ტესტ