fbpx
კრიმინალი

სახლის გასაძარცვად შესული 18 წლის ბიჭი ბერძენმა მამაკაცმა სამი გასროლით მოკლა

ტრაგედია კალამატაში მოხდა, სადაც ქურდობის მცდელობას 18 წლის ბოშური წარმომავლობის ბიჭი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა 64 წლის ბერძენის სახლის გასაძარცვად შევიდა და ჯერ კიდევ ეზოში იმყოფებოდა, როცა პატრონმა შენიშნა, მაშინვე კარაბინის ტიპის იარაღი მოიმარჯვა და სამჯერ ესროლა. სამწუხაროდ, 18 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

მისი ოჯახი შოკურ მდგომარეობაშია, მამა აცხადებს, რომ რაც უნდა გაეკეთებინა მის შვილს, არ უნდა მოეკლა: “შეეძლო, რომ წასულიყო პოლიციაში, დაეჭირათ, გაესამართლებინათ, მაგრამ უნდა ეცოცხლა. ის მხოლოდ 18 წლის იყო.”

ბოშების საზოგადოებაში ინციდენტის გამო ახლა “ვენდეტის” კლიმატი შეიქმნა და ამბობენ, რომ ახალგაზრდა იქ საქურდლად კიარა, მხოლოდ ლიმონის მოსაკრეფად შევიდა. ასევე, იმუქრებიან, რომ 64 წლის მამაკაცი ამაზე პასუხს იგივე გზით აგებს და სისხლს აიღებენ.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ ბიჭის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და როდესაც სახლის ეზოში დაინახა, ისროლა, იმისთვის, რომ შეეშინებინა.

არსებული ცნობებით, მამაკაცის სახლთან გაჩერებულ ფურგონის ტიპის მანქანაში სულ სამი ბოშა იჯდა და ერთ-ერთი მათგანი საბოლოოდ საქურდლად შევიდა. ბერძენი ამ დროს საძინებელში იყო, როცა ხმა გაიგო, იარაღით გამოვიდა და სამჯერ გაისროლა. როდესაც მანქანში მსხდომები მიხვდნენ, რაც ხდებოდა, მაშინვე შეცვივდნენ ეზოში და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

18 წლის ბიჭს ტყვიები მოხვდა მკერდისა და მუცლის არეში.

onalem

ტესტ