fbpx
კრიმინალი

25 წლის ალბანელი “ნაგვის პარკებით” – საბერძნეთის პოლიციამ ათენში ნარკოგამსაღებელი დააკავა

საბერძნეთის პოლიციის მიერ კარგად ორგანიზებული ოპერაციის შედეგად ალბანეთის 25 წლის მოქალაქე დააკავეს. ოფიცრები მის კვალს გაჰყვნენ და აღმოაჩინეს, რომ ნაგვის პარკებს სხვადასხვა ადგილას ტოვებდა. სინამდვილეში კი, იქ ნარკოტიკული საშუალებები ინახებოდა და არა ნაგავი. შემდეგ ამ პარკებს სხვები იღებდნენ და რამდენიმე სკვერში “ანაწილებდნენ.”

25 წლის ალბანელის მოძრაობა კამერებზეც არის ასახული და ჩანს, თუ როგორ მიაქვს მას ნარკოტიკი და ნაგვად ასაღებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გადაადგილებისას აედევნნენ მას ოფიცრები და ვიდრე რეაგირებას მოასწრებდა, ხელბორკილები დაადეს.

პარკში, რომელიც მას გადაჰქონდა, 2.200 გრამი კანაბისი აღმოაჩინეს და როგორც ირკვევა, თავი სპეციალური მოწყობილობით ჰქონდა შეკრული, რომ ძაღლს ყნოსვის საშუალებით ვერ მიეგნო.

 

onalem

ტესტ