fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“ეს განსხვავებული ზაფხულია! შეიძლება გამოცხადდეს ადგილობრივი კარანტინი” – გიორგოს სურვინოსი

ვირუსოლოგიის პროფესორმა, გიორგოს სურვინოსმა, რომელიც ამავე დროს საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციის საბჭოს წევრიც არის, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან მიკონოსზე დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ კორონავირუსს საბერძნეთი ჯერ კიდევ არ დაუტოვებია და ასეთმა ინციდენტებმა შეიძლება ყველა მიღწევა წყალში ჩაყარონ.

“ამ ზაფხულს ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩვენ ამ იდეას უნდა შევეჩვიოთ. ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ეს არის რთული განტოლება, რომელიც უნდა ამოიხსნას ისე, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობაც დავიცვათ და ტურიზმიც გადავარჩინოთ. 

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. ეპიდემიოლოგიური სურათი გვიჩვენებს, თუ რა ზომებს უნდა მივმართოთ და თუ საჭირო გახდება შეიძლება ადგილობრივი კარანტინის კი გამოვაცხადოთ. მაგალითად, რომელიმე კუნძულზე, სადაც ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უმთავრესია,” განაცხადა სურვინოსმა.

შეგახსენებთ, რომ მიკონოსის ცნობილი და პრესტიჟული ბარი ორი თვით დაიხურა და 20.000 ევროთი დაჯარიმდა იმის გამო, რომ უსაფრთხოების წესები დაარღვიეს და ხალხით იყო გადატვირთული.

onalem

ტესტ