fbpx
საზოგადოება

“არავის გისურვებთ, რაც მე გავიარე, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი სიკვდილს ვებრძოდი” – 25 წლის პეტროს ემოციური მიმართვა

25 წლის პეტრო იმ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც სრულიად ჯანმრთელი, ათლეტური და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწია.

მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიმართავს:

“მინდა ვუთხრა მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება იმ საფრთხეებში, რომლებსაც კორონავირუსი შეიცავს. ამ დრომდე ვერ ვიჯერებ, რომ ერთ დღეში მოხდა ისე, რომ სიკვდილს ვებრძოდი. ზოგადად, ძალიან ათლეტური ვარ და ჩემი ცხოვრების წესი ჯანსაღი და სპორტულია, არასოდეს ვხდებოდი ავად და არ ვიღებდი წამლებს. არავინ ელოდა, რომ ასე დავასრულებდი. 

სიცხე მქონდა მუდმივად 40, რომელსაც ვერანაირად ვერ ვიგდებდი. როცა კაფსულით ათენში გადმომიყვანეს, ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი და რა ხდებოდა.

რეანიმაციაში ხარ სრულიად მარტო. არ გაქვს ტელეფონი, არავის ეკონტაქტები, არც ის იცი, იციან თუ არა შენმა ოჯახის წევრებმა, თუ რა მდგომარეობაში ხარ. არავის ვუსურვებ, რაც მე გავიარე.

ის, რაც მინდა ჩემი ასაკის ხალხს ვუთხრა არის, რომ მესმის, რასაც სოციალურ მედიაში კითხულობთ და ისიც, ვიცი, რომ არ იჩენთ სიფრთხილეს. სინამდვილეში კი საჭიროა, იყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად. გამოიჩინოთ დიდი ყურადღება,” ამბობს ახალგაზრდა.

ირკვევა, რომ პეტროს კუნთები არის ძალიან დასუსტებული და იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, საკმაოდ დიდი ხანი და აქტიური ფიზიოთერაპია დასჭირდება.

onalem

ტესტ