fbpx
საზოგადოება

ომონიაზე მოკლული ზაკ კოსტოპულოს დედის წერილი ალექსის ციპრას

ომონიაზე, საიუველირო მაღაზიის წინ მოკლული ზაკ კოსტოპულოს დედა, ელენი კოსტოპულო საჯარო წერილით მიმართავს ალექსის ციპრას. მშობელი პრემიერისგან მოითხოვს საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ აიღოს იმ პირთა სამართლიანი დასჯა, ვინც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.

წერილი Journal of the Editors-მა გამოაქვეყნა:

“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,

ჩემი სახელია ელენი კოსტოპულო. მე დედა ვარ ზაქარია კოსტოპულოსი, რომელმაც ომონიაზე, საიუველირო მაღაზიის წინ დალია სული. შესაძლოა იცნობთ ამ საქმეს, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან არაადამიანურად და სასტიკად მოექცნენ ჩემს შვილს სიკვდილის წინ. საშინელებაა, რომ პოლიციელებმა სისხლიან, მიწაზე დაგდებულ უმწეო არსებას ბორკილები დაადეს. შემდეგ კი, არაფერი გააკეთეს, რათა მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოება დაეცვათ და შეეგროვებინათ მისი გარდაცვალების პირობების სამხილები. ათენის პოლიციის ძალების ასოციაციის პრეზიდენტის დ. პაპუს პასუხი “ეს არის პრაქტიკა, მოსწონს თუ არა ეს ყველას” იყო აღმაშფოთებელი იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია უბრალო მოქალაქესთან.

ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს კადრებმა ყველა შეგვაძრწუნა. მათ შეგვაშფოთეს და დაგვაეჭვეს სახელმწიფოსა და უზენაესი კანონის მიმართ ნდობაში. არავინ იმსახურებს ასეთ მოპყრობას და სიკვდილს. ყველას, გამონაკლისის გარდა, აქვს ბოდიშის მოხდისა და თანაბარი მოპყრობის უფლება – უფლება, რომელიც ჩემს შვილს ჩამოერთვა იმ დროს, როცა ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ის საიუველირო მაღაზიაში გამოქცეული და შეშინებული შევარდა და არა ძარცვის მიზნით. მას კი, უსასტიკესად  და არასამართლიანად მოექცნენ პირდაპირ გამვლელების თვალწინ.”

onalem

ტესტ