fbpx
საზოგადოება

შეცდომა ევროვიზიაზე შედეგების გამოცხადებისას – რომელ ადგილზე გავიდა თამთა სინამდვილეში?!

შეცდომები ისეთ მასშტაბურ კონკურსებზეც ხდება, როგორიც ევროვიზიაა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკრანზე გამოსახული რიცხვები, რომლებიც მონაწილეთა ქულების რაოდენობას ასახავდა, სწორი არ არის. როგორც ვიცით, თამთა ქვეყნების სიაში მე-15 ადგილზე იყო, თუმცა, ეს მისი რეალური პოზიცია არ არის.

შესაძლოა ქულების გასწორება და პოზიციების შესაბამისად განაწილება ბევრს არაფერს ცვლის, რადგან საბოლოო გამარჯვებული და მეორე და მესამე ადგილების მფლობელი იგივე რჩება, მაგრამ როგორც ევროვიზიის ორგანიზატორები ამბობენ, ეს თითოეული მონაწილის პატივისცემის გამო უნდა მოხდეს.

აღმოჩნდა, რომ თამთამ 109 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა და არა მე-15. მან გადაასწრო კიდევ ორ ქვეყანას, რაც, თავის მხრივ, წარმატებაა.

სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება იყო… თამთას გულშემატკივრები აქტიურად აღნიშნავდნენ, რომ 26 ქვეყანას შორის მე-13 ადგილის დაკავება, ნამდვილად ბევრს ნიშნავს.

1. ნიდერლანდები (498 ქულა)
2. იტალია (472 ქულა)
3. რუსეთი (370 ქულა)
4. შვეიცარია (364 ქულა)
5. შვედეთი (334 ქულა)
6. ნორვეგია (331 ქულა)
7. ჩრდილოეთ მაკედონია (305 ქულა)
8. აზერბაიჯანი (302 ქულა)
9. ავსტრალია (284 ქულა)
10. ისლანდია (232 ქულა)
11. ჩეხეთი (157 ქულა)
12. დანია (120 ქულა)
13. კვიპროსი (109 ქულა)
14. მალტა (107 ქულა)
15. სლოვენია (105 ქულა)
16. საფრანგეთი (105 ქულა)
17. ალბანეთი (90 ქულა)
18. სერბეთი (89 ქულა)
19. სან მარინო (77 ქულა)
20. ესტონეთი (76 ქულა)
21. საბერძნეთი (74 ქულა)
22. ესპანეთი (54 ქულა)
23. ისრაელი (35 ქულა)
24. ბელარუსი (31 ქულა)
25. გერმანია (24 ქულა)
26. გაერთიანებული სამეფო (11 ქულა)

onalem

ტესტ