fbpx
კრიმინალი

ათენში მდებარე კომპანიიდან გასულ ღამეს 1 მილიონი ევრო მოიპარეს

მძარცველები ძალიან იღბლიანები აღმოჩნდნენ, რადგან სეიფის გახსნისას 1 მილიონი ევრო დახვდათ. ინციდენტი გასულ ღამეს, ათენში, კერძოდ კი, მეტამორფოსის ტერიტორიაზე მოხდა. სამიზნე დასუფთავების და სხვადასხვა სერვისების კერძო კომპანია იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა მოახერხეს გამოერთოთ სიგნალიზაცია, შეეღწიათ კომპანიაში და სეიფიც გაეხსნათ, ისე, რომ ამის შესახებ ვერავის გაეგო. მათი ნადავლი კი უზარმაზარი რაოდენობის თანხა აღმოჩნდა – 1.000.000 ევრო.

ამ დროისთვის პოლიცია კომპანიის თითოეული თანამშრომლის დაკითხვის პროცესს აწარმოებს. ასევე, ამოწმებენ კამერებს, რომლებზეც შესაძლოა ძარცვის პროცესი იყოს ასახული.

სამართალდამცავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ დანაშაული პროფესიონალი ქურდების ჩადენილია.

 

onalem

ტესტ