fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი, რომელმაც 18 წლის გოგონა მანქანით გაიტანა, პოლიციას ჩაბარდა

კალითეაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგონა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. მისი მშობლები დაჟინებით ითხოვდნენ მანქანის მძღოლის პოვნას, რომელმაც მათი სიკვდილის პირას მყოფი შვილი გზაზე მიატოვა და გაიქცა. ირკვევა, რომ 29 წლის მამაკაცი პოლიციაში გუშინ საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ გოგონას ის დაეჯახა.

ის თავის ადვოკატთან ერთად გამოცხადდა და ბერძნულ მედიასთან ისაუბრეს.

მისი ძებნა შაბათის შემდეგ მიმდინარეობდა… წინა ღამით 18 წლის გოგონა ევროვიზიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ხოლო დილის 06:00 საათზე სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე მანქანა დაეჯახა.

“პანიკაში ჩავვარდი. ოთხი დღის მანძილზე ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა,” ამბობს 29 წლის მამაკაცი.

მან ასევე აღნიშნა, რომ გოგონას მონახულება სურს.

onalem

ტესტ