fbpx
კრიმინალი

რულა პისპირიგუ კორიდალოს ციხეში შვილის მკვლელობის ბრალდებით – მას ცალკე მოათავსებენ

დღეს დილით 9 წლის ჯორჯინას მკვლელობაში ბრალდებული რულა პისპირიგუ კორიდალოს ციხეში გადაიყვანეს. ირკვევა, რომ მას სპეციალური განცალკევებულ საკანში მოათავსებენ.

გუშინ დილით მისი დაკითხვა დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა, 33 წლის ქალი თითოეულ ბრალდებას უარყოფდა.

პისპირიგუს მიმართ აგრესია წარმოუდგენლად დიდია, აქედან გამომდინარე, ქალთა განყოფილებაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად არის გაზრდილი, რადგან ფაქტია, რომ სხვა პატიმრების მხრიდან საფრთხე ემუქრება. ირკვევა, რომ რულას მხოლოდ ერთ მომენტში შემოაწვა ემოციები და ატირდა, როდესაც გაიგო, რომ ციხეში უნდა გადაეყვანათ.

დაკავებული ჯორჯინას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებდა, საავადმყოფოს წარმომადგენლობა კი ხაზგასმით აცხადებს, რომ 9 წლის პაციენტის ორგანიზმში კეტამინი არასოდეს შეუყვანიათ არანაირი გზით, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.

რულა პისპირიგუმ გამომძიებლისა და პროკურორის გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ თქვა: “რატომ?! რატომ უნდა გადამიყვანონ ციხეში, როდესაც უდანაშაულო ვარ? მასალებიდან ხომ ვნახეთ, რომ უდანაშაულო ვარ?!”

onalem

ტესტ