fbpx
კრიმინალი

“რომ გაიზრდებოდა დაქორწინებას ვაპირებდით” – 11 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით ყოფილი მწვრთნელი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც წლების წინ 11 წლის გოგონაზე ძალადობა ედება ბრალად. როგორც უკვე ცნობილია, ბავშვი მისი მოსწავლე იყო, ის კი მწვრთნელი.

შოკისმომგვრელია ჩვენება, რომელიც მან ბერძნულ მედიას მისცა. ის საკუთარი ნებით გამოვიდა და განაცხადა, რომ 11 წლის ბავშვთან ურთიერთობა ჰქონდა და გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ როდესაც 18 წლის გახდებოდა დაქორწინდებოდნენ. ამბობდა, რომ მას როგორც ქალს ისე უყურებდა და ახლაც კი უნდა, რომ დაქორწინდნენ.

წარმოუდგენელი სიტყვების შემდეგ ათენის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება მუდმივი გაუპატიურება, ბავშვის ცდუნება და არასათანადო მოპყრობა.

მამაკაცი, რომელიც კუნძულზე ცხოვრობს მას შემდეგ, რაც სამსახურიდან მოხსნეს, ხვალ ათენში დაბრუნება და პროკურორის წინაშე წარსდგება.

იხილეთ მისი საუბარი, რომლის გავრცელების შემდეგაც დააკავეს:

“ჩვენ ურთიერთობა გვქონდა. ეს არ იყო ძალადობა და გაუპატიურება. ძალადობა შეიძლება მოხდეს ერთხელ, ორჯერ?! რამდენჯერ?! ეს იყო ორმხრივი. ჩვენ ერთად ვატარებდით დღესასწაულებს. როდესაც ბავშვთან ურთიერთობაში ხარ, ეს არ არის ძალადობა. ვიყავით ჩემს მშობლებთან ერთად, მის სახლშიც. 

მას უნდოდა ეს ყველაფერი, ჩემზე მეტადაც კი. მე კი ვერცერთ სხვა ქალს ვერ ვხედავდი, მის გარდა. მიყვარდა და ყოველდღე კიდევ უფრო მიყვარდებოდა. ახლაც კი მინდა, რომ ცოლად მოვიყვანო. შეთანხმებულები ვიყავით, რომ როდესაც ცოტა გაიზრდებოდა, დავქორწინდებოდით.” 

onalem

ტესტ