fbpx
მეცნიერებასაზოგადოება

მთა ეტნას ჩამოშლამ შესაძლოა საბერძნეთში ცუნამი გამოიწვიოს – მეცნიერების გაფრთხილება

მთა ეტნა სიცილიაში, ევროპის ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, შესაძლოა, აღმოსავლეთ მხარეს, ზღვაში ჩამოიშალოს.  მეცნიერები შიშობენ, რომ ეს დამანგრეველ ცუნამს გამოიწვევს.

მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რომ მთა ეტნას ნელი მოძრაობა, რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე დაფიქსირდა, შესაძლოა გამწვავდეს და შედეგად, მისი ნაწილი წყალში ჩამოინგრეს.

ეს სიცილიას და იონიის ზღვას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ჩამოშლილი ნამსხვრევები ჩავა ოკეანეში, რამაც შესაძლოა, დამანგრეველი ტალღები გამოიწვიოს.

მკვლევარებმა, რომლებმაც შესაბამისი ადგილის მონიტორინგი ჩაატარეს, განაცხადეს, რომ ახლა რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს აქტიურ ვულკანზე “დაკვირვებაა”, ვინაიდან, შეუძლებელია, იმის თქმა, რამდენიმე წელიწადში აჩქარდება ვულკანის ჩამოშლა თუ რამდენიმე საუკუნეში.

წინა მეცნიერული დაკვირვებები ეტნას ზედა ნაწილზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ახალი წყალქვეშა გაზომვებით დამტკიცდა, რომ მოძრაობა გამოწვეულია მზარდი და არასტაბილური გრავიტაციით.

“ამ მომენტში მეწყერი ნელა მოძრაობს. 15 თვის განმავლობაში ცვლილება 4 სმ-ს უდრის. ასე, რომ ის მართლაც ნელა გადაადგილდება, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ იგი აჩქარდება და წარმოიქმნება მეწყერი, რომელიც ძალიან სწრაფად ჩავა ზღვაში,” – განუცხადა Geomar Helmholtz Centre-ის მეცნიერმა მორელია ურლაუბმა British daily the Independent-ს.

“ეტნაზე დაკვირვებას უკვე 30 წელია ვაწარმოებთ. თუმცა, 30 წელი არაფერია ეტნას ასაკთან შედარებით, რომელიც 500,000 წელს უტოლდება.” – აღნიშნა მან.

“ეს შეიძლება 10, 100 ან 100,000 წელში მოხდეს. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით” – დაამატა მეცნიერმა.

ამის გათვალისწინებით, მან განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ვულკანზე დაკვირვება და შემუშავდეს წინასწარი ვარაუდი იმაზე, თუ რა დონის მოძრაობას შეუძლია გარდაუვალი, დამანგრეველი მეწყრის გამოწვევა.

 

 

 

onalem

ტესტ