fbpx
საზოგადოება

“მე ჩამეძინა, ჩემი შვილი კი, თურმე, ამ დროს კვდებოდა, ის აღარ დაბრუნდება” – ტრაგედია პერისტერიში

გუშინ პერისტერიში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. პოლიცია ექსპერტიზის კონკრეტულ შედეგებს ელოდება, თუმცა, განიხილება მხოლოდ ერთადერთი ვერსია, რომ 2 წლის ბავშვი სუნთქვის უკმარისობის გამო დაიღუპა. პარალელურად კი, დააკავეს მისი მშობლები, რომლებიც ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულები არიან. მათ ბრალად, უყურადღებობის ფონზე,  არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედებათ.

ბიჭის დედა დეტალურად ჰყვება, თუ რა მოხდა იმ დღეს მათ საცხოვრებელ სახლში:

“იმ დღეს სახლის საქმეებს ვაკეთებდით და ჩემი შვილიც ჩვენთან ერთად იყო. ზამთრის ტანსაცმელი ამოვალაგე და ზაფხულის საწოლის სათავსოში ჩავალაგე.. ზუსტად იქ ჯდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა “კუ-კუ”, მემალებოდა და ასე ვთამაშობდით. იმ საღამოს საწოლი ოდნავ აწეული დავტოვე, რათა ცოტა ჰაერი შესულიყო. იქ პატარა ადგილი იყო დარჩენილი. დაახლოებით 19:30 საათზე დავიძინეთ, რადგან ის ბავშვია და ძალიან ადრე ეძინება. მე იმიტომ დავიძინე, რომ 4 საათზე ვდგები, ხოლმე რომ მეორე მცირეწლოვან შვილს ვაჭამო. ერთად დავწექით, ჩავეხუტე და დავიძინეთ, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, გაეღვიძა და ისევ იმ ადგილას წავიდა სათამაშოდ. საწოლის სათავსოში ჩაძვრა და შიგნით ჩაიკეტა. მხოლოდ 05:00 საათზე ვნახე ჩემი შვილი გარდაცვლილი… მე მეძინა, ის კი, თურმე, უჰაერობისგან კვდებოდა… ჩემი ბიჭი უკან აღარ დაბრუნდება,” ამბობს სასოწარკვეთილი ქალი.

ოჯახის მეორე ბავშვი მხოლოდ 15 თვისაა. როგორც ცნობილია ორგანიზაციაში, “ბავშვის ღიმილი”, მშობლების მიერ შვილებისადმი გამოჩენილი უყურადღებობის გამო საჩივარი ადრეც შესულა.

onalem

ტესტ