fbpx
საბერძნეთი

4.000 პოლიციელი და კონტროლის გაზრდილი ზომები ათენში კვირის ბოლოს

კვირის ბოლოსთვის ათენის ქუჩებში პოლიცია გაძლიერებულად იმუშავებს. დაგეგმილია 4.000 ოფიცრის განლაგება ცენტრალურ უბნებში. ბერძნული მედია ავრცელებს ერთგვარ რუკას, რომლის მიხედვითაც აქტივობები ძირითადად მოსალოდნელია აკროპოლის და ლიკავიტოს ტერიტორიებზე.

ამის პარალელურად აქცენტი გაკეთდება ექსარხიაზე. ოფიცრებთან ერთად ათენში იმუშავებს ვერტმფრენი და დრონები.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 6 დეკემბერს, მოსწავლეები და სტუდენტები აქციებს გამართავენ, რის გამოც გართულებული იქნება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება.

აღნიშნული მოვლენები უკავშირდება, 2008 წლის 6 დეკემბერს, 15 წლის ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობას, რომელიც პოლიციის ოფიცერმა შეიწირა.

onalem

ტესტ