fbpx
საზოგადოება

ბალკანეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა დაიწყო – ყინვა საბერძნეთში

როგორც მტეოროლოგი იანის კალიანოსი აცხადებს, საბერძნეთში ცივი ჰაერის მასების შემოჭრა ბალკანეთიდან უკვე დაიწყო და მომდენო საათებში ქვეყანის რამდენიმე რეგიონში ყინვაც კი მოსალოდნელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა და ძლიერი სიცივე 30 საათი მაინც გასტანს.

სინოპტიკოსთა ვარაუდით, ამინდის ცვლილება ხუთშაბათამდე შენარჩუნდება.

იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, სპორადესში, ევიაში, კიკლადესის კუნძულებზე და კრეტაზე.

ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, მხოლოდ დაბალი ტემპერატურა. ათენში დღეს მაქსიმუმ 14 გრადუსამდეა ნავარაუდევი. თესალონიკში კი, ჰაერი მხოლოდ 10 გრადუსამდე გათბება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ასევე იუწყება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძოდ, მაკედონიის ტერიტორიაზე სამშაბათს ღამით ითოვებს, ხოლო ოთხშაბათს დილის საათებში თოვლი თრაკიშია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ