fbpx
საზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი: სად იწვიმებს?!

დღეს, 3 დეკემბერს, ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმებია გამოცხადებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამხრეთ იონიის კუნძულებზე, სამხრეთ პელოპონისოზე, კრეტაზე და დოდეკანესზე იწვიმებს…

ამავდროულად, კრეტაზე მცირე შტორმის წარმოქმნაა შესაძლებელი. შუადღის შემდეგ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოღრუბლულობა გაიზრდება, რის გამოც ეპირუსში მცირე წვიმაა ნავარაუდები. დილის საათებში, მთელ კონტინენტზე ნისლი იქნება, რომელიც დღის განმავლობაში გაიფანტება. ჩრდილოეთ საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონში კი, ყინვაა მოსალოდნელი.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ კონტინენტზე ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება, ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა 2-დან 13 გრადუსამდე იმერყევებს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კი, 5-დან 16 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებს, აქ ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს, კრეტაზე და დოდეკანესზე კი – 17 გრადუსს.

ეგეოსის და იონიის ზღვაზე იქროლებს 5-6 ბალის სიჩქარის ქარი.

onalem

ტესტ