fbpx
საზოგადოება

“ჩემ თავს მივეცი ფიცი, რომ თავდაჯერებულობას არ დავკარგავდი” – ქალი, რომელმაც სანტორინზე საკუთარ თავზე იქორწინა

38 წლის ფრანგი ლეტიცია გუილინი მზად იყო ყველა ქალისთვის საოცნებო ცხოვრებით ეცხოვრა. მისი სიყვარული, რომელიც 3 წლიანი ურთიერთობით იყო გამყარებული, ქორწინებით უნდა დაგვირგვინებულიყო სანტორინზე.

ეკლესია და წვეულების ადგილი დაიხურა. სტუმრები მზად იყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ წყვილის ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებში. 20,000 ევრო გადახდილი იყო იმისთვის, რომ ყველაფერს თავის რიგზე ჩაევლო.

თუმცა, ზღაპრები ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. ქორწილამდე 3 თვით ადრე, საქმრო დაშორდა ლეტიციას. ყველას ეგონა, რომ ქორწილი აღარ შედგებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“მე ფანტასტიური ადამიანი ვარ და საუკეთესო ქორწილს ვიმსახურებ. ის აუცილებლად შედგება,” – შეატყობინა ლეტიციამ თავის 8 უახლოეს მეგობარს და ნათესავს. ქორწილიც, წესისამებრ შედგა, მას მხოლოდ ნეფე აკლდა. თამამი ფრანგი ქალი “ისტორიაში შევიდა”, რადგან იგი მართლაც დაქორწინდა და თავის თითს 3,000 ევროს ღირებულების ულამაზესი საქორწილო ბეჭედი გაუკეთა… თავადვე!

38 წლის ლეტიციამ ბერძნულ და უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა: “ყველაფერი კარგად მიდიოდა ქორწინებიდან 3 თვით ადრე. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა ხელი კაფეში მთხოვა. ქორწილი 2017 წლის 27 მაისს იყო დაგეგმილი. იგი თავის ოჯახთან დაკავშირებული საქმეების გამო ინგლისში წავიდა და მთელი საქორწილო სამზადისი ჩემ თავზე ავიღე.”

“ელდა მეცა, როდესაც წავიკითხე ელექტრონული წერილი, სადაც ის მწერდა, რომ მშორდებოდა ჩვენი 3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. არა მხოლოდ ქორწინება, არამედ ყველა ჩემი ოცნება, რომელიც ამ კაცთან დავაკავშირე, ერთ წამში დაინგრა. იმედი, რომ მეყოლებოდა შვილები, ყველაფერი ეს გაქრა. უამრავი ერთობლივი გეგმა გვქონდა, როგორც ყველა ნორმალურ წყვილს. შევეცადე მასთან კომუნიკაციას, თუმცა ტელეფონს არ პასუხობდა. თავდაპირველად, არ გავბრაზებულვარ, რადგან მაშინ მხოლოდ იმას ვცდილობდი, გამერკვია, თუ რატომ დამშორდა. მასთან საუბარი მსურდა, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით, თანდათან მასზე გაბრაზება დავიწყე და გადავწყვიტე ცხოვრებაში აღარასდროს დავლაპარაკებოდი. მას შემდეგ, საშინელი დეპრესია მტანჯავს და ამ თემაზე საუბარი ჩემთვის დღემდე ძალიან რთულია, ” – ამბობს ლეტიცია.

“ერთ დღეს, სილამაზის სალონში წავედი და იქ, ჟურნალში წავიკითხე სტატია, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც საკუთარ თავზე ქორწინდებიან და ამ ქმედებით ამტკიცებენ, თუ რაოდენ ძლიერები არიან ისინი. ამის შემდეგ, მეც გადავწყვიტე გაბედვა,” – დაამატა მან.

onalem

ტესტ