fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

მარკოპულო: დედის მიერ მოკლული გოგონა საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდა

17 წლის გოგონამ საკუთარი ოცნებების ახდენა ვერ მოასწრო. ის დედის მსხვერპლი გახდა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა. როდესაც ქალი თავის მოვკლას აპირებდა, გოგონამ ხელის შეშლა სცადა. შედეგად კი გარდაიცვალა.

მეგობრები და კლასელები ჯერ კიდევ ვერ იჯერებენ, რომ გოგონა აღარ არის.

17 წლის სკოლის მოსწავლეს სურდა სკოლის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ წასულიყო და სწავლა იქ გაეგრძელებინა. თუმცა, ეს ყველაფერი არ დასცალდა. ის დედამ დანით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ეს ფოტოები მან სოციალურ ქსელში ტრაგიკულ ინციდენტამდე 40 წუთით ადრე ატვირთა.

საშინელი შემთხვევის თვითმხილველი 53 მამაკაცია, გოგონას მამა, რომელიც ცოლმა სარდაფში ჩაკეტა.
51 წლის ქალმა დანა აიღო და თვითდაზიანებას ცდილობდა, როდესაც შვილმა დაინახა და მისი შეჩერება სცადა. თუმცა, ქალს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების გამო არაფერი ესმოდა და გოგონას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

როცა მამაკაცმა ზემოთ ასვლა მოახერხა, უკვე ძალიან გვიან იყო. მან ორივე გარდაცვლილები ნახა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონას სიკვდილის მიზეზი კისრის არეში მიყენებული ჭრილობა გახდა.

onalem

ტესტ